მისია
ბიზნეს კომპანიების უფლებების დაცვის ცენტრი (BCRA) დაარსდა იმ მიზნით, რომ ქართული ბიზნესი მარტო არ დარჩეს უფლებრივი დავებისა და ბიუროკრატიული გამოწვევების წინაშე. ჩვენი მისიაა, წარმოვადგინოთ მეწარმეების კანონიერი ინტერესები სახელმწიფო ორგანოებთან, საგადასახადო და სასამართლო ურთიერთობებში.
როგორ მუშაობს ცენტრი
ცენტრი ფუნქციონირებს როგორც ბიზნეს ომბუდსმენი — ვაკეთებთ მონიტორინგს, ვამზადებთ რეკომენდაციებს კანონმდებლობის სრულყოფისთვის, ვემსახურებით კერძო სექტორის წარმომადგენლებს როგორც ინდივიდუალურად, ისე დარგობრივი ასოციაციების მეშვეობით.
ძირითადი მიმართულებები
- ინდივიდუალურ და ერთობლივ განცხადებებზე რეაგირება
- კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ხარვეზების გამოვლენა
- საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობა
- დარგობრივ ასოციაციებთან თანამშრომლობა
ცენტრი ვალდებულია დაიცვას უფლებამოსილების განხორციელების დროს მიღებული ინფორმაციის საიდუმლოობა. ეს ვალდებულება ვრცელდება მთელ აპარატზე.
პრინციპები
ცენტრი საქმიანობის პროცესში ხელმძღვანელობს სამართლიანობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობისა და კანონიერების პრინციპებით. განცხადების განხილვისას ვართ ნეიტრალური და ვცდილობთ კონსენსუსის მიღწევას მხარეთა ინტერესების სამართლიანი ბალანსის დაცვით.
