ცოცხალი კონსულტაცია
ბიზნეს უფლებების ცენტრი
თქვენი ბიზნეს ომბუდსმენი
კონსულტაცია →

საკანონმდებლო რეკომენდაციები

ცენტრის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივები.

ცენტრის ინიციატივები

ცენტრის აპარატმა, საქართველოს სასტუმრო და სარესტორნო ფედერაციის წინადადებების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის მოამზადა რეკომენდაციების პაკეტი სეზონურ და მაღალმთიან რეგიონებში არსებული კვებისა და ტურისტების განთავსების ობიექტების საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფისა და გამარტივების თაობაზე.

რეკომენდაცია № 01 — დაქირავებულის განთავსების დაბეგვრა

სეზონურ და მაღალმთიან რეგიონებში ობიექტების მესაკუთრეებს უხდებათ თანამშრომლების დაქირავება სხვა ქალაქებიდან, მათი დაბინავება და კვებით უზრუნველყოფა.

წინადადება

მიზანშეწონილია განხორციელდეს ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში — დამქირავებლის მიერ დაქირავებულის განთავსების და კვების უზრუნველყოფა არ იქნეს დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით.

რეკომენდაცია № 02 — საცხოვრებლის მოკლე ვადით გაცემა

რეგიონული ტურიზმის განვითარებისთვის საჭიროა ადგილობრივი მაცხოვრებლების მოტივირება, რომ კანონიერი გზით მოახდინონ საკუთარი საცხოვრებელი სივრცის ადაპტირება ტურიზმის სექტორთან.

წინადადება

გადასახადის სახე გაიყოს 2 ნაწილად:
5 ოთახამდე — ერთიანი განაკვეთით (სახლის მიხედვით)
5+ ოთახი — ფართობის მიხედვით

რეკომენდაცია № 03 — ვადაგასული ფასეულობის ჩამოწერა

ნებისმიერი ზომის კვებისა თუ განთავსების ობიექტში, ჭურჭლის დაზიანების შემთხვევაში, ობიექტის მფლობელი ვალდებულია შეინახოს დაზიანებული ჭურჭელი, რაც აფერხებს კვების ობიექტების საქმიანობას.

წინადადება

კვების ობიექტებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა საგადასახადო ორგანოს თვეში ერთხელ ელექტრონულად მიაწოდონ ინფორმაცია 50 ლარამდე ღირებულების დაზიანებული ნივთების შესახებ.