ცოცხალი კონსულტაცია
ბიზნეს უფლებების ცენტრი
თქვენი ბიზნეს ომბუდსმენი
კონსულტაცია →

ღონისძიებები

ფორუმები, ტრენინგები, კონფერენციები და სხვა საქმიანობა.

აქტუალური ღონისძიებები

ტრენინგი

გერმანელი ექსპერტი მაიკლ გროსის მედიაციის ტრენინგი

ორდღიანი ტრენინგი ბიზნეს დავების ეფექტიანი გადაწყვეტის მიმართულებით — საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის. მაიკლ გროსს აქვს მონაწილეობა მიღებული 15-ათასამდე სალიცენზიო შეთანხმების გაფორმების პროცესში.

სიმპოზიუმი

ბიზნეს სამართლის სიმპოზიუმი

სამდღიანი სიმპოზიუმი სასტუმროში „მუზეუმი" — განხილული იქნა აქტუალური საკითხები: ბიზნეს დავების სწრაფი გადაწყვეტა, კორპორაციული საფარველი, საგადასახდო დავალიანების გადაკისრება, შრომის სამართალი.

ფორუმი

კრინიცას საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი

ცენტრის წარმომადგენელი მონაწილეობდა პანელზე „Doing Business in Georgia: Advantages and Disadvantages". ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს, სლოვაკეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები.

კონფერენცია

ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია

პანელზე „Challenges and Opportunities in Tourism & Hospitality Industry" განხილული იქნა ბიზნეს კლიმატი ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორებში.

შეხვედრა

ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (GURTIAD)

40-მდე კომპანიის წარმომადგენელთან გაცნობითი შეხვედრა — საინვესტიციო, საგადასახადო და საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა.