ცოცხალი კონსულტაცია
ბიზნეს უფლებების ცენტრი
თქვენი ბიზნეს ომბუდსმენი
კონსულტაცია →

მეწარმის რეგისტრაცია

სრული გზამკვლევი იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციისთვის.

მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაცია

მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებს.

რეგისტრაცია ხორციელდება დაინტერესებული პირის მიერ გაცხადებული მისამართის მიხედვით. თუ გაცხადებულ მისამართზე არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრე დაინტერესებული პირია, იურიდიული მისამართის განსაზღვრისთვის დამატებითი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის.

პრაქტიკული რჩევა

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge.

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია

ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი. იგი საქმიან ურთიერთობებში თავის უფლებებს ახორციელებს და მოვალეობებს ასრულებს, როგორც ფიზიკური პირი.

ინდივიდუალური მეწარმე საქმიან ურთიერთობებში გამოდის საკუთარი სახელით. თავის სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისთვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.

რა დოკუმენტებია საჭირო

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • უძრავი ნივთის მესაკუთრის თანხმობა (გარდა საკუთარი მისამართისა)
  • სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი
  • წარმომადგენლობის შემთხვევაში — დამოწმებული მინდობილობა

შედარების ცხრილი

მახასიათებელიიურიდიული პირიინდ. მეწარმე
სამართლებრივი სტატუსიდამოუკიდებელიფიზიკური პირი
პასუხისმგებლობაკომპანიის ქონებითპირადი ქონებით
რეგისტრაციასაჯარო რეესტრისაჯარო რეესტრი
დასაბეგრი სუბიექტიდიახფიზიკური პირი
კაპიტალის მოთხოვნადამოკიდებულია ფორმაზეარ არის